ალეკო ელისაშვილი: IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი, ცუდი პოლიტიკოსი ხარ
“დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს”, – ასე აფასებს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აირაი-ს კვლევას, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქეების 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი უნდა დასრულდეს, რადგან მას აზრი არ აქვს.
“IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ პოლარიზაცია დასასრულებელია, ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს. ამას უნდა მიხვდეს ყველა. რეალობის აღქმა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი, ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ. დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ”, – აცხადებს ელისაშვილი.