ნინო გიორგობიანი: გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა

“გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით.
კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერმინისტრი. მინდა, განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და, შესაბამისად, ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
პ.ს. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის!”, – წერს გიორგობიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები