კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამურად, 12 846 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამურად, 12 846 ადამიანი აიცრა.

მათივე ცნობით, აცრისთვის ჯავშნის გაკეთება booking.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი ან 1522-ზე დარეკვით.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 897 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები