იაგო ხვიჩია: ჯერ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა შეიცვალოს რამე და მერე დაველოდები ბატონი დანიელსონის ან სხვა მეგობრების სტუმრობას, მანამდე აზრი არ აქვს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ჯერ ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ ექნება აზრი დანიელსონის ან სხვა პარტნიორების ვიზიტს.

„ველოდები, რომ ჯერ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეიცვალოს რამე და მერე დაველოდები ბატონი დანიელსონის ან სხვა მეგობრების სტუმრობას, მანამდე უბრალოდ აზრი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა და შეთანხმების გარეშე დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები