წვიმა, ქარი და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

“დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 20-25 მ/წ, ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია დღის პირველ ნახევარში. 1 საათის შემდეგ კი, ქარის ძალა თანდათანობით შესუსტდება და დღის ბოლოსკენ ჩადგება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.

“7-8 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 25-დან 30 გრადუსამდე. მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქაც მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 7-8 რიცხვში. ცალკეულ რაიონებში კი იქნება, მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა და ელჭექი. 9 აპრილიდან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ამინდი მკვეთრად იცვლება, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის ვარდნა დაახლოებით 10 გრადუსით, 25 გრადუსიდან, შესაძლოა ტემპერატურამ 15 გრადუსამდე დაიწიოს. ასე გაგრძელდება კვირის ჩათვლით.

აღმოსავლეთისგან განსხვავებით, 12 რიცხვისთვის დასავლეთში შესაძლოა შედარებით ცივი ამინდი იყოს. მთაგორიან რაიონებში შესაძლებელია 10-ში თოვლჭყაპიც. აღმოსავლეთ საქართველოში კი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის თბილისში და მის შემოგარენში. ისეთი ტემპერატურის ვარდნა, როგორც დასავლეთშია მოსალოდნელი კვირის ჩათვლით, აღმოსავლეთში არ არის მოსალოდნელი. აქ დაახლოებით +17,+19 გრადუსი შენარჩუნდება,”- განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები