კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 463, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 96, იმერეთში – 88

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარაში – 83, იმერეთში – 88, ქვემო ქართლში – 41, შიდა ქართლში – 32, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 96, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები