ოზურგეთში ავარიას დედა ემსხვერპლა – მცირეწლოვანი შვილები კლინიკაში გადაიყვანეს

გურიაში, ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა, “ჰიუნდაის” ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, გარდაიცვალა.

მანქანაში მსხდომი ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები