“ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია რესურსი, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა, თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვა.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა იმ წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებულნი, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშნველოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. აღდგომამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.