ერევანში საქართველოს მოქალაქემ ქვეითი იმსხვერპლა

ერევანში ავარია მოხდა.

Shamshyan.com-ის ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ინციდენტი გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა.

გამოცემა წერს, რომ ავტომობილის მძღოლი იყო საქართველოს მოქალაქე, 33 წლის დავიდ ს., რომელიც 50-55 წლის მამაკაცს დაეჯახა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები