თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს დიდი ზეიმი და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული აღმსარებლობის მიმდევრებისთვის. თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს, რომელიც დღეს ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსის და რელიგიურ აღმსარებლობის ადამიანთა მეგობრული თანაცხოვრება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დამყარებული ურთიერთობით ქმნიდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და სიმდიდრეს, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდება და შემდგომში კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”,- განაცხადა ახვლედიანმა.