იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თანამედროვეობის დიდი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო
იუსტიციის სამინისტრო დიდი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს თანაუგრძნობს.
“იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თანამედროვეობის დიდი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ასეულობით ათას მკითხველს.
გურამ დოჩანაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად უდევს ცნობილ კინოფილმებსა და სპექტაკლებს. თავისი ნაწარმოებებით ყველა თაობის საყვარელმა მწერალმა დაგვიტოვა სამყარო, სადაც სიყვარული, სიკეთე, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა და თავისუფლებისადმი სწრაფვა ყოველთვის ქმნის უკეთეს მომავალს.
გურამ დოჩანაშვილი უამრავი ლიტერატურული პრემიის ავტორი იყო. მისი ნაწარმოებები სასკოლო სახელმძღვანელოებშია შესული. დიდი ქართველი მწერლის და ჰუმანისტის ლიტერატურული მემკვიდრეობა კიდევ არაერთ თაობას შეახსენებს, რომ ყველა საუკუნეში სამყაროს მთავარი ღირებულებები უცვლელად მარადიულია”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.