კახა კალაძე: ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა.

“ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს; კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე.
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ – ჩვენი გურამ დოჩანაშვილიც ამ სიყვარულის ნაწილია. იგი სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში”,- წერს კალაძე.

შეგახსენებთ, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები