არჩილ თალაკვაძე: გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს მწერლის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას.
რამდენიმე დღის წინ, მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს,”- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.