ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მოადგილეებთან ვარაზ გაბედავასთან და მახარე ჩოკორაიასთან ერთად დაათვალიერა. “პროექტი შპს ,,პალადა“-მ შეასრულა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 897 269 ლარია. პროექტის შესაბამისად 3.5 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტი, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”, – აცხადებენ მერიაში.