ალეკო ელისაშვილი: მზად ვართ დღესვე, ხვალვე, ორშაბათსვე, საჯაროდ, ამ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი

პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ დატოვებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

“მზად ვართ დღესვე, ხვალვე, ორშაბათსვე, საჯაროდ, ამ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი.

გამოვიდეს ინდივიდურად ყველა პარტია, “ქართული ოცნებაც”, “გირჩიც”, მეორე “გირჩიც”, რა ვიცი, ვინც არის, ყველა, გაუსწორონ საქართველოს კრიზისში მცხოვრებ მოსახლეობას და სათითაოდ გვითხრან პოზიცია, აწერენ ამ დოკუმენტს ხელს ყოველგვარი დათქმების გარეშე თუ არ აწერენ, რომ დავასრულოთ ეს იწილო-ბიწილო” – აღნიშნა “დღის კურიერში” ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები