ზახაროვა გრიბოედოვის ძეგლზე წარწერას – “რუსეთი ბოროტებაა” გამოეხმაურა
“თბილისში გრიბოედის ძეგლის შეურაცხყოფას, ასევე, ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციას მოსკოვი განიხილავს, როგორც მოვლენათა ერთ ჯაჭვს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
“ამაში ვხედავთ ექსტრემისტული ძალების მიერ ნებისმიერი საბაბის გამოყენების მცდელობას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი გართულდეს”, – თქვა მან.
ზახაროვას თქმით, ვერცერთი მოტივი ვერ გაამართლებს ვანდალებს.
“ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი ქმედება იწვევს მიუღებლობასა და გაოგნებას. ამგვარი ქმედება მით უმეტეს დაუშვებელია, თუ გავითვალისწინებთ გრიბოედოვის პერსონის მასშტაბსა და მნიშვნელობას როგორც რუსეთის, ისე – საქართველოს ისტორიისთვის”, – თქვა მან.
გრიბოედოვის ძეგლზე წარწერა – “რუსეთი – ბოროტებაა” გუშინ გამოჩნდა.