5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმ 5 მიზეზის შესახებ გვამცნობს, რის გამოც სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია.
5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი
თუკი აბიტურიენტი ხარ, ალბათ საკმარისი დროც კი არ გაქვს იმაზე დასაფიქრებლად, თუ რატომაა სტუდენტობის წლები საუკეთესო ადამიანის ცხოვრებაში. სტუდენტობა ხომ ის გარდამავალი პერიოდია, როდესაც საკმარისად დიდი ხარ იმისთვის, რომ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობები აიღო და, შესაბამისად, უფრო მეტი თავისუფლებაც დაიმსახურო.
რა განაპირობებს ამ წლების ჯადოსნურობას?
ნამდვილად საინტერესო სწავლა
შენ მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდი იმისთვის, რომ საოცნებო პროფესიას დაუფლებოდი. ახლა კი, როცა შატალოს ეტაპი უკან მოიტოვე, შეგიძლია, მშვიდად აარჩიო ის საგნები, რაც თვლი, რომ გამოგადგება და მართლა გაინტერესებს. შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე სწავლის პროცესი ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.
უნივერსიტეტი იმის მიხედვით შეარჩიე, თუ რა კურიკულუმი აქვს გათვალისწინებული შენთვის საინტერესო სპეციალობებზე; რის სწავლებას აპირებს და რა ნაწილი უჭირავს სასწავლო გეგმაში თეორიას და პრაქტიკას. როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციას სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით მოიპოვებ.
მეგობრები
ბავშვობის მეგობრებს, რომლებთანაც პატარაობის მოგონებები გაერთიანებს, ახლა ის უახლოესი ადამიანებიც ემატებიან, რომლებთან საერთო ინტერესები, სფერო და ჰობი დაგაკავშირებს. ეს კი არანაკლებ მჭიდრო კავშირია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი სკოლაში შენი სამეგობრო მეტნაკლებად ერთ უბანში ცხოვრობდით, ახლა თითოეული შენი ჯგუფელი შეიძლება ქვეყნის სხადასხვა კუთხიდან იყოს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დაუსრულებელ ექსკურსიებს და წვეულებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ლექტორები
ალბათ, პირველი კურსის პირველ სემესტრში ყველას ეშლება და ლექტორს მაინც „მასწ“-ს ეძახის. თუმცა ეს დამოკიდებულება სულ მალე იცვლება. პირველ რიგში, ჩვენი კულტურული თავისებურებების თუ სტერეოტიპების გათვალისწინებით, ლექტორი და სტუდენტი გაცილებით უფრო თანასწორები ხდებიან; დამოკიდებულებები აშკარად შეცვლილია.
გარდა ამისა, ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი ცდილობს, ისეთი ადამიანები მოიზიდონ ლექტორებად, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლექტორი შენი პოტენციური დამსაქმებელი ან რეკომენდატორია.
თავისუფლების შეგრძნება
სტუდენტობა ის პერიოდია, როდესაც მეამბოხეობა ყველაზე მეტად არის გამართლებული და მეტიც, წახალისებულიც კი. ამ პერიოდში არამხოლოდ საკუთარ კარიერას იწყობ, არამედ ეცნობი თანამოაზრეებს, ნელ-ნელა ხდები სოციალურად აქტიურიც. განსაკუთრებით მეოცნებეებს კი თავი ხშირად წარმოუდგენიათ ბერტოლუჩის „მეოცნებეების“ გმირებად. რაც ცუდი სულაც არ არის.
პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში ყალიბდება ცხოვრებისეული ღირებულებები და ფასეულობები, რაშიც სტუდენტს უნივერსიტეტიც ეხმარება.
სწორად შერჩეული უნივერსიტეტი
და ბოლოს, რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ – სტუდენტობა 100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები – ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115), ისარგებლე უპირატესობით და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!