“დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით ინტენსიურად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
“საქართველოში მიმდინარე ოკუპაციისა და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ერთ- ერთი გამოხატულებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. საკითხი ამ უკანონო დაკავებების არის ნამდვილად რთული და განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას”, – განაცხადა ახვლედიანმა.