ალეკო ელისაშვილი: გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის გამო შეიძლება, ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს

“გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის გამო შეიძლება, ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს”, – ამის შესახებ  დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარტიებმა უნდა დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

„სირცხვილია, ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება, ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ, მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო, ამიტომ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები