უნდა აიცრან თუ არა ორსულები – ხათუნა ზახაშვილის კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორსულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე ჯერ პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა და შემთხვევითი მიზეზით მოხდება ორსულის აცრა, ამის გამო ორსულობა ხელოვნური ჩარევის გზით არ უნდა შეწყდეს, არამედ გაგრძელდეს.

„ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების  გამოყენების შესახებ კვლევები  ჩატარებული არ არის. თუმცა, ცდები ჩატარებულია ცხოველებზე, რაც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არცერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და ცხოველთა პოპულაციაში რისკებს არ მოიცავს. თუმცა, ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის. შესაბამისად, ორსული ადამიანების აცრისთვის, ჯერჯერობით, პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.  თუ ორსულობისას შემთხვევითი მიზეზით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას, არამედ ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები