გარემოს ეროვნული სააგენტო: ახალი, მაღალი წარმადობის მაღალტექნოლოგიური სისტემა სტიქიური მოვლენების პროგნოზირების ხარისხს გააუმჯობესებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდისა და სტიქიური მოვლენების პროგნოზირების გაუმჯობესებისთვის მაღალი წარმადობის, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემა შეიძინა.

სააგენტოს ინფორმაციით, სისტემა ამინდის პროგნოზის თანამედროვე მოდელების დანერგვის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროგნოზირების ხარისხს და სპეციალისტებს მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ მაღალეფექტიანი ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის საშუალებას მისცემს.

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომლის ღირებულებამ 1 764 688 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები