მიხეილ სარჯველაძე – ფინანსთა მინისტრზე: გამორჩეული და მაღალი დონის პროფესიონალია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის დანიშვნას ეხმაურება.
მისი შეფასებით, ახალი მინისტრი მაღალი დონის პროფესიონალია.
“ძალიან კარგი არჩევანია მინისტრად ამ ადამიანის დანიშვნა, ვინაიდან მას ვიცნობ, როგორც არაჩვეულებრივ პიროვნებას, გამორჩეულ და მაღალი დონის პროფესიონალს. მას ყველა უნარი და შესაძლებლობა აქვს რეალურად, რომ დიდ წარმატებამდე მიიყვანოს სამინისტრო და, ზოგადად, ეფექტურად ამუშაოს ის ფლანგი მთავრობის, რომელსაც ფინანსები აბარია”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა.