USAID/Zrda-ს მხარდაჭერით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ორი ახალი სივრცე მოეწყო
სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა USAID საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს და ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა,- ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მუზეუმი, სადაც USAID/Zrda–ს ფინანსური მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად დაათვალიერეს. მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა მუზეუმის უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე. გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, USAID/Zrda–ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც. მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. „ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.“ – აცხადებს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.