ალეკო ელისაშვილი: როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა

“როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისში ორივე მხარემ უნდა დათმოს.

„რასაც იტყვი და რაზეც მუშტს დააბრახუნებ, ის თუ გგონია, რომ ბოლომდე უნდა გაიტანო, მაშინ მოლაპარაკებაში რატომ მონაწილეობ, არ ვიცი. იყო და არის შესაძლებლობა, რეალური კომპრომისი ორმხრივი იყოს. ეს შესაძლებლობა გუშინაც იყო. როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა. არ ვიცი, ვინ უნდა ჩამოვიდეს და დაგვსვას, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ის თუ ვერ გაითავისეს მოლაპარაკების მონაწილე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ კომპრომისში შენც რაღაც უნდა დათმო და მხოლოდ მეტოქეს არ უნდა დაათმობინო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები