ვახტანგ ბუცხრიკიძე: პრემიერთან საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი

“საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობასა და ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს.

„ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომლებიც მოითხოვს გადაწყვეტას, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგალითად, ვისაუბრეთ განათლების სფეროზე, იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც საელმწიფო სექტორში არსებობს და რა არის ბიზნესისთვის აუცილებელი ცვლილებები, რაც აუცილებლად ჩასატარებელია. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თუ რა არის საჭირო ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. იყო საუბარი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და იქნება მრავალჯერადი შეხვედრები”, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები