გია ვოლსკი: ნიკა მელიას დაპატიმრება თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილი იყო

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილი იყო.

„მელიას დაპატიმრება თავიდანვე მათი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. რასაკვირველია, როცა პარტიის ლიდერი დაკავებულია, ეს დაძაბულობას განაპირობებს და მიზანიც სწორედ ეს იყო. „დაიჭირეთ მელია“ – ეს იყო მოწოდება და ეს მოწოდება ახლაც აქტუალურია.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოლოდინი გვაქვს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება. ვერავინ უარყოფს, რომ ხუთ ძირითად თემაზე გვაქვს პოზიტიური მოსაზრება, რათა ქვეყანა ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები