გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, მედიატორების მხრიდან ისეთი შემოთავაზება გაკეთდება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე – “ქართული ოცნებისთვის”
“ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ხუთივე საკითხი იყოს დოკუმენტში. პირდაპირ ვამბობ, პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
“ახლა საუბარი არ არის იმაზე, რაზე დათანხმდება “ოცნება”, რაზე დათანხმდება ოპოზიცია. ჩვენ შორის პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება. იმედი მაქვს, იქნება ისეთი შემოთავაზება მედიატორების მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე – “ქართული ოცნებისთვის”. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ხუთივე საკითხი იყოს დოკუმენტში. პირდაპირ ვამბობ, პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.