ალეკო ელისაშვილი: დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა, იმედია, წინა ვიზიტისგან განსხვავებით, დანიელსონი ხელცარიელი არ წავა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა, ვის შეუძლია, თავისი პირადი ინტერესი და პარტიული ინტერესი უკან დახიოს და დააყენოს ქვეყნისა და ერის ინტერესი წინ. ჩამოსულია ის პატიოსანი კაცი, ბატონი დანიელსონი და იმედია, წინა ვიზიტისგან განსხვავებით, ხელცარიელი არ წავა და შეძლებს ჩვენ შერიგებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები