ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერო პირს – 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აუკრძალა.
ბრძანების თანახმად, ზიარება ეკრძალებათ: მონაზონ ბასილს (გვილავა), მონაზონ ამბროსის (სხულუხია), მონაზონ დავითს (ხელაია), მონაზონ მარკოზს (წულაია), მონაზონ მიქაელს (ჯალაღონია), მონაზონ სოსანას (ბოლქვაძე), მორჩილ მირიან კვანტალიანს, მორჩილ ზაზა ჭოხონელიძეს, მორჩილ ჯაბა ცეცხლაძეს, მორჩილ ნინო გამყრელიძეს.
როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ გამოცემულ ბრძანებაშია აღნიშნული, ზიარების აკრძალვის მიზეზად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობა სახელდება.