დავით სერგეენკო: ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა
პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.
სერგეენკო ფიქრობს, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შევა.
“ჩემი მოლოდინები ზოგადად ოპტიმისტურია, რომ ეს შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა უკვე შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, “ნაცმოძრაობა” არ არის მთლიანი ოპოზიცია, სხვა პარტიებიც არიან”, – აღნიშნა სერგეენკომ.