ხათუნა სამნიძე: წინაპირობების, წითელი ხაზების გარეშე უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

“შეთანხმება გადის კომპრომისზე”,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან წინაპირობების გარეშე უნდა დასხდეს.

“შეთანხმება გადის კომპრომისზე, იმიტომ, რომ ძალიან შორსაა ჩვენი პოზიციები. პროცესში უნდა ვისაუბროთ ვერსიებზე და არა საჯაროდ, შეხვედრის წინ. საერთო ოპოზიციურ განცხადებას იმიტომ არ შეუერთდა “რესპუბლიკური პარტია”, რომ იქ საუბარი იყო წინაპირობებზე და ახლაც ვაცხადებ, წინაპირობების გარეშე, წითელი ხაზების გარეშე უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ უნდა ვისაუბროთ ყველა შესაძლო ვერსიაზე, ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდასთან”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები