დავით ნოზაძე სოფელ ძეგვის, სასხორის, ქვემო და ზემო ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული – დავით ნოზაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი კაპანაძესთან ერთად სოფელ ძეგვის, სასხორის, ქვემო და ზემო ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ნოზაძის განცხადებით, მოქალაქეებთან შეხვედრები მისი პრიორიტეტია და მათთან კომუნიკაციას რეგიონის მასშტაბით აქტიურად, ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს.
“მიმდინარე წელს სოფელ სასხორში იგეგმება ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც სასხორსა და ახალ ნიჩბისს სასმელი წყლის პრობლემას მოუგვარებს. ქვემო ნიჩბისში, მოსახლეობამ სოფლის პროგრამის ფარგლებში სკვერის მოწყობა გადაწყვიტა, იგეგმება შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.
„აღნიშნულ სოფლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარებულია, თუმცა, გამოწვევები მაინც რჩება. სწორედ ამ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბრე მოსახლეობასთან დღევანდელ შეხვედრებზე”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.