შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დარღვევებისთვის დაჯარიმდა

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შიდა ქართლის რეგიონში 44 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 16 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. “ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ (შემოწმების შედეგები იხილეთ): http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/558?fbclid=IwAR3kseRLXmsV-uSdU3h-BczkaNZ01R0_lkpHd31L3ZKKqREq3dY0X1OpLcI ) სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა. 2020 წელს 500-მდე სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა, გამოვლინდა 154 სამართალდარღვევა (მარკირების, შენახვის, რეალიზაციის წესებისა ვადის დარღვევა)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები