შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 108 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები ქვემდებარეობით სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები