სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.
“შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანლები დაესწრნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვაო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ საფრანგეთის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.