სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად გამოცდილი და არნახული კორუფციული სქემა
“მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად გამოცდილი და არნახული კორუფციული სქემა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ იგივე სქემა უკრაინაში არ გამოუვიდათ, მაგრამ სადაც გამოუვიდათ, იქ გააკეთეს – რკინიგზაში.
,,მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად გამოცდილი და არნახული კორუფციული სქემა, როდესაც რადენიმე ადამიანის ხელში იყო თავმოყრილი მთელი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რესურსი. უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდოდათ, მაგრამ სადაც გამოუვიდათ, იქ გააკეთეს – გააკეთეს რკინიგზაში. კორუფციულ სქემებს რაც შეეხება, ერთი, რაც მკაფიოდ გამოიკვეთა და რაც თავის დროზე „საქართველოს რკინიგზაშიც“ ჰქონდათ გაკეთებული, 5-ჯერ შეამცირეს ტარიფები, ოღონდ შეამცირეს ბიუჯეტისთვის და, როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, არ შეუმცირებიათ რეალური ტარიფები გადამზიდავებისთვის. გადამზიდავები იხდიან იმდენივეს, უბრალოდ, ერთი მეხუთედი მიდის ბიუჯეტში, 4 მეხუთედი მიდის ამ კორუფციაში ჩართული ადამიანების ჯიბეში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.