“ვისაც ფილერი გაქვთ” – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა კორონავირუსის აცრაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ აცრა მათაც შეუძლიათ, ვინც ფილერს იყენებს.

მისი თქმით, ძალიან იშვიათად შესაძლოა, შეშუპება განვითარდეს და ეგეც უკვალოდ ქრება.

,,ვისაც ფილერი გვაქვს, ვიცრებით. ეს არაა ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება! თუ ძალიან იშვითად შეშუპება განვითარდა, რამდენიმე დღით სტეროიდი (მაგ. დექსამეტაზინი) ინიშნება და უკვალოდ ქრება ესეც”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვინც ფილერს იყენებს, ,,ფაიზერის” ვაქცინით აცრის შემდეგ შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები გამოიწვიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები