პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა ახალ მაქსიმუმს აღწევს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 520 პაციენტი ემსხვერპლა, 15 ათასზე მეტი კი განიკურნა.

გუშინ თითქმის 30 ათასი ინფიცირებული და 575 გარდაცვლილი აღირიცხა.

ამჟამად, 27 100 პაციენტი მკურნალობს, რაც წინა დღესთან შედარებით 600-ით მეტია, მათგან 2600 რეანიმაციაშია.

ქვეყნის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას ყველაზე რთული დრო ელოდება” და შეზღუდვების გამკაცრება დააანონსა.

პოლონეთში 20 მარტს საყოველთაო “ლოქდაუნი” გამოცხადდა. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაიხურა სასტუმროები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, სამთოსათხილამურო ტრასები, აუზები, სპორტდარბაზები, საუნები, რესტორნები, ბარები და კაზინოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები