ალეკო ელისაშვილი: სენატში რაც ითქვა, ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ თარგმნეს

“სენატში რაც ითქვა, ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“, ვისაც როგორ აწყობდა, ისე თარგმნა სათავისოდ”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხდა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახით საქართველოს ერთგული მოკავშირე და მეგობარი ჰყავს.

„სენატში რაც ითქვა, ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“, ვისაც როგორ აწყობდა, ისე თარგმნეს სათავისოდ. ჩვენ დავინახეთ, რომ შეერთებული შტატების სახით გვყავს ერთგული მოკავშირე და ერთგული მეგობარი, რომელმაც რჩევები მოგვცა შეთანხმების აუცილებლობასა და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, გვითხრეს, რომ თქვენი პარტიული ინტერესების მიღმა ქვეყანა დაინახეთ და ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო. ძალიან უხერხული მოსასმენია, ამას ვაშინგტონში ან ბრიუსელში გეუბნებიან ქართველ პოლიტიკოსს. ვინც ელჩებს აკრიტიკებს, ვინც ანტიდასავლურ პოზიციას აღვივებს, რა თქმა უნდა, ის ვნებს საკუთარ თავსაც და ამ ქვეყნის მომავალსაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები