ანდრია ჯაღმაიძე: ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნე ცოტა არ ჰყავს

“ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნე ცოტა არ ჰყავს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეკანოზი აცხადებს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.

„ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ.

სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული – აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა  მას უნდა შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. არ ვიცი, პატრიარქს არაკეთილისმოსურნე ცოტა არ ჰყავს. ერთი და იგივე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ – უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ – მაინც უკმაყოფილოები არიან. ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები