სოზარ სუბარი: მოხდება არა კანონპროექტის გაწვევა, არამედ ზედმეტად მკაცრ ზომებად რაც მიაჩნია ვენეციის კომისიას, იმის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან

“მოხდება არა კანონპროექტის გაწვევა, არამედ ზედმეტად მკაცრ ზომებად რაც მიაჩნია ვენეციის კომისიას, იმის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისობაში მოვა ის, რომ კანონი იყოს ლეგიტიმურიც და პროპორციულიც.

„ვენეციის კომისიის დასკვნა არის შემდეგი – მიზნები არის ლეგიტიმური, მაგრამ ზომებია ზედმეტად მკაცრი. შესაბამისად, მოხდება არა კანონპროექტის გაწვევა, არამედ ზედმეტად მკაცრ ზომებად რაც მიაჩნია ვენეციის კომისიას, იმის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ ხედვასთან, რაც მათ აქვთ.

არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართულობაზე დაწესებული 2 000-ლარიანი ჯარიმა არაღსრულებადი კი არა, საერთოდ, არაფრის მომცემია, რადგან კარგად ვიცით, რომ არჩევნებში მილიონები და ზოგიერთი პარტიისგან ათეული მილიონი იხარჯება ლეგალურად თუ არალეგალურად, ასეთ დროს 2 000-ლარიან ჯარიმაზე საუბარი სასაცილოც კი არის. შესაბამისობაში მოვა ის, რომ კანონი იყოს ლეგიტიმურიც და პროპორციულიც. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ ლეგიტიმურია, პროპორციული უნდა იყოს, რა იქნება, წინასწარ არ ვიტყვი, ვიმუშავებთ და საზოგადოებას ვამცნობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები