თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღა საქართველოში დაიწყება მალე, თუ ვაქცინაციასა და პირბადის ტარებაზე უარს ვიტყვით

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მესამე ტალღა მალე დაიწყება.

,,მესამე ტალღა ასე განსაზღვრულად, ვთქვათ, რომ 1000 შემთხვევაზე არ არის მესამე ტალღა და 1002 შემთხვევაზე უკვე მესამე ტალღაა, ასე არ ითქმება, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციასა და პირბადის ტარებაზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები