კახა კუჭავა: აშშ ეყრდნობა ეუთო/ოდირ-ის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც დემოკრატიულს – ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

“აშშ ეყრდნობა ეუთო/ოდირ-ის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც თავისუფალს, დემოკრატიულსა და კონკურენტულს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს.

“გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები. 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა. აშშ ეყრდნობა ეუთო/ოდირ-ის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც თავისუფალს, დემოკრატიულსა და კონკურენტულს. ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს”, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები