ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთანი ახალციხეში დაკრძალეს

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, დღეს ახალციხეში დაკრძალეს.

​ოჯახი მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდება.

ოჯახის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, ახალციხის კლინიკა “იმედიდან” სამედიცინო ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია მიიღო, თუმცა, მისივე თქმით, საქმეში არსებული დოკუმენტაცია არასრული იყო.

“ახალციხის კლინიკა “იმედიდან” სამედიცინო ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია მივიღეთ, თუმცა, საქმეში არსებული დოკუმენტაცია არასრული იყო. ჩამოვედი აქ, რომ ადგილზე გავერკვე, რა და რა რაოდენობის დოკუმენტაცია არსებობს, რა საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული. მოლოდინი მაქვს გამოძიებისგან, რომ შეეცდებიან, ელემენტარული, ერთმანეთთან იქონიონ კომუნიკაცია ახალციხისა და თბილისის გამოძიებამ”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები