დავით სერგეენკო: დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

“საკუთრივ დანიელსონი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს.

მისი თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება კომპრომისს მოიცავს.

„საკუთრივ დანიელსონი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ იგივე ადამიანი, დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება, გითხრათ, რა ფორმატი იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკება მოიცავს კომპრომისს. ამ მოლაპარაკების განმავლობაში 10 პუნქტიდან 9 პუნქტი იყო მოთხოვნა მმართველი ძალის მიმართ, რომ რაღაც გაეკეთებინა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმულად გააჟღერეს მთლიანად ოპოზიციის სურვილი, როცა თქვეს, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები