ხათუნა ლაგაზიძე – გახარიაზე: სრულიად ლოგიკურია თუ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიცია, მისთვის, ფაქტობრივად, კეთილგანწყობილ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, სრულიად ლოგიკურია, თუ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიცია, მისთვის, ფაქტობრივად, კეთილგანწყობილ პოლიტიკურ ველზე შევიდეს.

“ქართული ოცნების” ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი არის ის ხალხი, რომელიც “ოცნებას” ხმას აძლევდა არა იმიტომ, რომ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ “ოცნება” სჭირდებოდა ფარად “ნაციონალური მოძრაობის” რევანშისგან დასაცავად. ამ ამომრჩეველში გახარიამ შეიძლება, შეითავსოს სწორედ ამ ფარის ფუნქცია. აქვს განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველში საკმარისზე მეტი მოლოდინი და რეიტინგი და სრულიად ლოგიკურია, თუ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიცია, მისთვის, ფაქტობრივად, კეთილგანწყობილ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები