გიორგი ვოლსკი: მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ გუნდში, თუმცა, გზა ხსნილია

“გახარიამ თქვა, რომ თვითონ იტყვის ყველაფერს, ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ,,ქართული ოცნებიდან” წასვლა უნდა, გზა ხსნილია.

„გიორგი გახარიას გუნდის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია და არ მინდა, მის ადვოკატად მოგევლინოთ. გახარიამ თქვა, რომ თვითონ იტყვის ყველაფერს. ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის, გვარებსაც დაასახელებენ. მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ გუნდში, თუმცა, გზა ხსნილია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები