ლაგოდეხში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გასართობი ღონისძიება გაიმართა.

საბავშვო აქტივობებში ქ. ლაგოდეხის ადრეულ განვითარების დღის ცენტრი „მადლი“-სა და სოფ. კავშირის ადრეული ინტერვენციის ცენტრი „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“-ის ბენეფიციარებმა მიიღო მონაწილეობა. ღია სივრცეში გამართულ, თოჯინების თეატრს მუნიციპალიტეტის მერი ბავშვებთან ერთად დაესწრო.

ჯონდო მდივნიშვილმა იუბილე მიულოცა დღის ცენტრის ერთ-ერთ აღსაზრდელსა და ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიება ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ იქნა ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები