სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა გაუწევს დახმარებას

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურაში დაიწვა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

“დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დახმარებას გაუწევს, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ოჯახის ქირით გაყვანას. ხანძარი ლიკვიდირებულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები