ირაკლი ზარქუა: დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა, ეს არის პროფესია, რომელიც წარმოუდგენელ შრომასა და თავდადებას მოითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ქართველ ჟურნალისტებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
როგორც ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში მედია პოლიტიკისგან დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში მაუწყებლობს.
“დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა! ეს არის პროფესია, რომელიც წარმოუდგენელ შრომას და თავდადებას მოითხოვს.
ჩვენ, პოლიტიკოსები, ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მწვავე კამათის, კითხვების და განსხვავებული აზრისა, უდიდეს პატივს ვცემ ყველა თქვენგანის შრომას და მიმაჩნია, რომ მედიის მრავალფეროვნება პოლიტიკური პლურალიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მედია ნამდვილად არის მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც დიდ ძალაუფლებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მედია პოლიტიკისგან დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში მაუწყებლობს. ვულოცავ ყველა ჟურნალისტს! გისურვებთ არასდროს გეღალატოთ პროფესიული ღირსებისთვის!”,- წერს ირაკლი ზარქუა.